პატარა გარეჯვარში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა - სეს-ი ბიზნესოპერატორებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინაეს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნეს, ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა და ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს.
„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით განაგრძობს არალეგალური საწარმოების და სასაკლაოების გამოვლენას. ბიზნესოპერატორებს მოვუწოდებთ, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე“, - აცხადებენ უწყებაში.