გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა.
აქციაში, რომელიც დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, მოსწავლეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ მურალოვა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ყაულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, საკრებულოს წევრები და ქალთა და ბავშვთა საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, სკოლების ეზოებში გამძლეობის და სილამაზის გამო შერჩეული იფნის, კატალპას, ტუხტის და საპნის ხის ნერგები დარგეს, რაც სკოლების გარემოს კიდევ უფრო ჯანსაღს და მწვანეს გახდის.
„ნერგების მოვლა-პატრონობას თავად სკოლები უზრუნველყოფენ. აღნიშნული გამწვანების აქცია მოსწავლეებს ასწავლის გარემოზე ზრუნვას, შრომის კულტურას და იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს ბუნების გადარჩენაში.
გამწვანების მასშტაბური ღონისძიებების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე ბუზალაძეს და გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს“, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.