გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი, მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად, გორის მეცხრამეტე და მეცხრე საბავშვო ბაღებს ესტუმრა.
სააგენტოს წარმომადგენლები აღსაზრდელებთან ერთად, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთნენ. პატარებმა სტუმრებს გარემოს დაცვის შესახებ სხვადასხვა აქტივობა წარუდგინეს. მოეწყო გამწვანების აქციაც.
შეგახსენებთ, დედამიწის დღე 1990 წელს დაწესდა. თარიღის აღნიშვნის მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.