დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბოშურის საჯარო სკოლის მიმდებარედ, გამწვანების აქცია მოეწყო.
გარემოსდაცვით აქტივობაში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების წარმომადგენლები და ტანის აღკვეთილის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აქტივობები ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენას, გარემოს გაუმჯობესებას და ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
გამწვანების აქცია ნერგებით გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობამ უზრუნველყო.