სპორტი
22.04.2026 17:05
ხელბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის სასკოლო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სასკოლო ხელბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში შემავალი საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით შეჯიბრი გაიმართა.

სპორტულ აქტივობას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ღონისძიებაში 2012-2015 წლებში დაბადებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება პრიზიორებს გოგონათა შორის გამარჯვებული გორის მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი გორის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

ვაჟებში კი პირველ ადგილს გორის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი დაეუფლა, მეორე ადგილზე გორის მერვე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი გორის მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდის ანგარიშზეა.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე სკრის საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი გორის მეოთხე საჯარო სკოლამ დაიკავა.
კვირის ამბები