სპორტი
22.04.2026 16:54
გორის „დილა“ - ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირება დღეს გაიმართება
ერონული ლიგის 2026 წლის სეზონის მერვე ტურის მატჩში გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღეს, 22 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყება. თამაშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

გასული ტურის მატჩი გორის „დილამ“ „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამჟამად, „დილა“ სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.
კვირის ამბები