საზოგადოება
22.04.2026 16:54
შინდისის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ორი ვაკანსიაა.

ვაკანტურ პოზიციაზე ანაზღაურება თვეში 396 ლარითაა განსაზღვრული და დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება და სასურველია მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 27 აპრილის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. კონკურსანტი შეირჩევა საკონკურსო კომისიასთნ გასაუბრების შედეგეად. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 1-ელი მაისია მითითებული.
კვირის ამბები