სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გორის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმას გაეცნენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელი გვანცა ხარატიშვილი და რეგიონული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.
ახლადშექმნილი საბჭოს საქმიანობა სტუმრებს საბჭოს თავმჯდომარემ თამარ მურალოვამ გააცნო.
როგორც „გორის მაცნესთან“ თამარ მურალოვამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატის წევრებს გააცნეს ახლადშექმნილი საბჭოს სამოქმედო გეგმა და წლის განმავლობაში დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები.
„საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ახალი შექმნილია და, შეიძლება ითქვას, რომ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დავასრულეთ, რომელსაც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საკრებულოს წარვუდგენთ და აქტიურად შევუდგებით საბჭოს ამოცანების შესრულებას.
ნაყოფიერი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს გავაცანით მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები, მივიღეთ რეკომენდაციებიც და ურთიერთთანამშრომლობაზე შევთანხმდით, რაც დადებითად აისახება ორმხრივი მუშაობის პროცესში. მათი მხრიდან მივიღეთ მზადყოფნა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა თამარ მურალოვამ.