საზოგადოება
22.04.2026 10:52
22 აპრილი დედამიწის მსოფლიო დღეა
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. თარიღის დაწესების საფუძველი 1970 წელს, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრის შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გახდა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

2026 წელს დედამიწის საერთაშორისო დღის სლოგანია - ,,ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“.

დედამიწის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, მდგრადი განვითარების მხარდაჭერასა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მიმდინარე წლის კამპანია ფოკუსირებულია განახლებადი ენერგიის, პლასტმასით დაბინძურების და ეკოსისტემების დაცვის ადვოკატირების საკითხებზე.
კვირის ამბები