საზოგადოება
21.04.2026 16:19
ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan ასტანა - ბათუმი - ასტანას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს
ასტანა - ბათუმი - ასტანას მიმართულებით რეგულარული ფრენები შესრულდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan საქართველოში კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენებს და 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეგულარულ რეისებს ასტანა - ბათუმი - ასტანას საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

ასტანას და ბათუმს შორის ავიარეისები კი 2 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

„დღეისთვის, საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ავიაკომპანიები Air Astana, Scat Airlines-ი და FlyArystan-ი ჯამურად 17 სიხშირით ასრულებენ. ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის ფრენების სიხშირე 42-მდე გაიზრდება“, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
კვირის ამბები