კარატეში გამართულ ღია ტურნირზე - „მცხეთის თასი“ გორელებმა 21 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი კუმიტეში ჩატარდა და 6-17 წლის ასაკის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ლილიანა დვალიძე (35 კგ.), ესტატე ბერაშვილი (25 კგ.) და ანდრია ომაძე (35 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე მარიამ ბარჯაძე (25 კგ.), მარიამ ბერაშვილი (30 კგ.), ბარბარე ქამადაძე (35 კგ.), ლიზი ელიზბარაშვილი (+40 კგ.) და თომა ლოთიშვილი (25 კგ.) გავიდნენ.
ელისაბედ ჯაფიაშვილმა (25 კგ.), მარიამ გოგოლაძემ (30 კგ), ელენე იოსებაშვილმა (30 კგ.), ლიზი ქრისტესიაშვილმა (30 კგ.), მია ხარანაულმა (40 კგ.), ნინი მჭედლიძემ (+40 კგ.), ლიზი დენისოვმა (+50 კგ.), რატი ბონდარენკომ (30 კგ.), თომა შაიშმელაშვილმა (28 კგ.), გაბრიელ შალიკაშვილმა (28 კგ.), ანდრია ფეზუაშვილმა (35 კგ.), დაჩი გოზალიშვილმა (+42 კგ.) და თეოდორე ონიაშვილმა (40 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.