სპორტი
20.04.2026 17:06
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

35 წლის ხინჩეგაშვილმა 33 წლის ამერიკელი სპორტსმენი ჯონი დიჯილიუსი 8:5 დაამარცხა.

ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი შეხვედრა 19 წლის ამერიკელ მოჭიდავე ბო ბასეტთან გამართა და 3:13 დამარცხდა.

Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია - ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როდესაც Real American Freestyle-ზე საუბრობენ, ხშირად გულისხმობენ ამერიკელი მოჭიდავეებისთვის დამახასიათებელ აგრესიულ, ფიზიკურად ძლიერ და დაუღალავ სტილს.

არსებული ინფორმაციით, ლადომ, ამ გამარჯვების შემდეგ, ჰონორარის სახით 200 000 დოლარი მიიღო.

ინფორმაციისთვის, ტიტულოვანი სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2021 – 2024 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს იკავებდა, 2024 წლიდან დღემდე კი, საქართველოს პარლამენტის წევრია.

კვირის ამბები