საზოგადოება
20.04.2026 15:56
ცხინვალის გზატკეცილზე, ფეხბურთის მოედნის მიმდებარედ, ერთსართულიანი დამხმარე ნაგებობა შენდება
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ფეხბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთსართულიანი დამხმარე შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შენობაში მოეწყობა გასახდელი ოთახები სველი წერტილებით, ასევე შეხვედრების ოთახები, გათბობის, წყალანარინების და ელექტროობის სისტემები.

აღნიშნული პროექტის მიზანი სპორტსმენების და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.

დამხმარე შენობა სრულად აღჭურვილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც ყველასთვის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ სივრცეს უზრუნველყოფს.
კვირის ამბები