სპორტი
20.04.2026 15:09
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.

სპორტსმენთა ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.

შეჯიბრის გამარჯვებული ალეკო ტლაშაძე (41 კგ.) გახდა, მეორე ადგილზე დავით ჩოჩიშვილი (32 კგ.) გავიდა, ხოლო მესამე ადგილები ლაზარე ხეთაგურმა (26 კგ.) და ლექსო გიგაურმა (44 კგ.) დაიკავეს.

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთაგან სამი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. 41 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ალეკო ტლაშაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია, პარალელურად, ტლაშაძე ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლაშიც ვარჯიშობს.
კვირის ამბები