გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, სარწყავი არხები დანალექი გრუნტის და მცენარეული ნარჩენებისგან უკვე გაიწმინდა სოფლებში: ზერტი, კვარხითი, რეხა და ფხვენისი.
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლე, ამ ეტაპისთვის, სამელიორაციო არხების გაწმენდით სამუშაოებს ხიდისთავსა და ბერბუკში ახორციელებენ.