Covid 19-ით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 272-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge განთავსდა. პარალელურად, 68-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 434 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა.