გორელმა ახალგაზრდებმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საფლავი თეთრი ვარდებით შეამკეს
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საფლავი თეთრი ვარდებით შეამკეს.
დედაქალაქში გამგზავრებამდე მათ გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა) შეხვდა და გარდაცვლილი პატრიარქის ცხოვრების შესახებ უცნობი დეტალები გააცნო.
ხუთას ახალგაზრდასთან ერთად, პატრიარქის საფლავზე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე იმყოფებოდნენ.
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სახელის უკვდავსაყოფად, დღეს, 20 აპრილს, გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ღონისძიება გაიმართება.
ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.