სპორტი
17.04.2026 15:22
გორი კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
გორის სპორტის სასახლე კარატეში საერთაშორისო ტურნირს - „Gori Open 2026“ უმასპინძლებს.
შეჯიბრი 2-3 მაისს ჩატარდება.

ტურნირი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს და გორის მუნიციპალლიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ პლატფორმაზე: www. Sportlab .ge (შესაბამის ასაკობრივ და წონით კატეგორიაში) სპორტსმენები არაუგივიანეს 1-ელი მაისისა, მწვრთნელები არაუგვიანეს 24 აპრილისა წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე შეჯიბრზე არ დაიშვება. მონაწილე მწვრთნელების რაოდენობა ერთი რეგისტრირებული კლუბიდან განსაზღვრულია 5 მწვრთნელით. უცხო ქვეყნის კლუბებმა კი სარეგისტრაციო განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: gsknf .office @ gmail .com უნდა გააგზავნონ.

„ტურნირი მსოფლიო კარატეს ფედერაციის დამტკიცებული წესებით ჩატარდება. სპორტსმენები იასპარეზებენ იმ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც ტურნირზე მონაწილეობის დღეს შეესაბამება.რაც შეეხება შეჯიბრის მიზნებს და ამოცანებს, საქართველოში აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარება, გამოცდილების მიღების და დონის ამაღლების მიზნით, სპორტსმენების და მსაჯების ხელშეწყობაა“, - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები