2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 9 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 6.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 7%-ით (556 ტონა), ხოლო ღირებულება 25%-ით (1.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.74 $-ია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთია (8 569 ტონა); 353 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 63 ტონა - სომხეთში, 43 ტონა სხვა ქვეყნებში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 90%-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს.