საზოგადოება
17.04.2026 12:53
15 მაისიდან Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს
2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენებს 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს დაამატებს. შესაბამისად, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და შაბათს შესრულდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა. ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები