16.04.2026 17:28
სოფელ წითელუბანში სპორტული მოედანი შენდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები წითელუბნის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება და როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური საფარის, ღობის, მაყურებლებისთვის სივრცის მოწყობა, ასევე, დამონტაჟდება ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, მოეწყობა განათებაც.

„სოფელ წითელუბანში სპორტული მოედნის მოწყობისთვის გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 150 000 ლარზე მეტს შეადგენს. თანხა კი, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები