
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გორში კალიგრაფიის, მხატვრული კითხვის და „საუკეთესო მოქართულეს“ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
კონკურსი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მხატვრული კითხვის კონკურსში პირველი ადგილი თეკლა ხაბელაშვილმა, ხატია საათაშვილმა და ნინი აწკარუნაშვილმა დაიკავეს. მეორე ადგილზე ანდრია ნოზაძე, მარიამ ნაფიშვილი და ნიკოლოზ საური გავიდნენ. მესამე ადგილის მფლობელები კი იოსებ ტეტუნაშვილი, ედი მურადაშვილი, ნინი ხაბაშვილი და მარიამ საათაშვილი გახდნენ.
რაც შეეხება ნომინაციაში „ჟიურის სიმპათია“ გამარჯვებულებს, ბარბარე ხაბაშვილი, ნატალი ელოშვილი, გიორგი თენაძე, დავით ზედგინიძე, მართა ლომიძე, მარიამ მაჭარაძე და ინა ცოტნიაშვილი გახდნენ.
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დინა თუშმალოვი და ანანო ხარაიშვილი გახდნენ. ნუცა ეცადაშვილმა და მარიამ საათაშვილმა მეორე ადგილი დაიკავეს. მესამე ადგილს კი გიორგი შავშიშვილი და თინათინ გოგიაშვილი დაეუფლნენ. „ჟიურის სიმპათიის“ ნომინაციაში გამარჯვებულები ნინი მერაბაშვილი და ნინი კახნიაშვილი არიან.
2026 წლის „საუკეთესო მოქართულეს“ წოდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამაზ ელიკაშვილმა მიიღო. მეორე ადგილი სერგი თვაურს (გორის №7 საჯარო სკოლა), ხოლო მესამე ნინო ჭალიძეს (კარალეთის №1 საჯარო სკოლა) ერგო.
გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეების მასწავლებლებიც
რაც შეეხება კონკურსის მიზანს, ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალგაზრდებში კითხვის და წერითი კულტურის განვითარება და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.