

შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსი მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს გააერთიანებს. შენობაში განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.
რაც შეეხება პროექტის მიზანს, ისეთი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხაშურის, სურამის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს მოემსახურება.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის