საზოგადოება
16.04.2026 12:08
„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა გორში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა პროექტის - „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, გორში შეხვედრა გამართა.

შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეებმა ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებაზე ისაუბრეს.

ბაია კვიციანის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მშობელთა მხარდაჭერა წარმოადგენს და სწორედ ამ მიზნით, ექვს მუნიციპალიტეტში პოზიტიური მშობლობის სესიების ჩატარებაა დაგეგმილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ფოკუს ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები გამოავლინეს და გადაჭრის გზები დასახეს.

კვირის ამბები