სპორტი
16.04.2026 10:19
საბა მინდიაშვილი ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე საბა მინდიაშვილი ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.

სპორტსმენი 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

საბა მინდიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

„გამარჯვების თასი“ 17-წლამდელთა შორის ჩატარდა. ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხი მედლით დასრულა.

კვირის ამბები