

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი მოადგილესთან და მეთოდოლოგიური დარგის სპეციალისტებთან ერთად, სოფელ დიცის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.
ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. სტუმრებმა 5-6 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებთან მშობლიური ენის მნიშვნელობის და მისი უნიკალურობის შესახებ ისაუბრეს. მოეწყო სხვადასხვა აქტივობაც.
საქართველოში დედაენის დღე ოფიციალურად 1990 წლიდან აღინიშნება.