

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზის 1 600 მეტრიან მონაკვეთზე პროექტის მიხედვით ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 700 ათას ლარზე მეტია.