

გორში, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში, ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საქველმოქმედო აქტივობის მონაწილეებმა საკონდიტრო ნაწარმი და მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები წარადგინეს. რეალიზაციიდან შეგროვილი თანხა მეწარმეებმა ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს უპოვართა სასადილოს გადასცეს.
სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის სააგენტოს და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით ჩატარდა.