

9 აპრილისადმი მიძღვნილ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხუთი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი მისაქციელში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა და გორელთა ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.
ტურნირის გამარჯვებულები ლაზარე ხეთაგური (26 კგ.) და ალეკო ტლაშაძე (41 კგ.) გახდნენ. მეორე ადგილი ანდრია მახარაშვილმა (32 კგ.) დაიკავა. ბრინჯაოს მედალს კი ადამ მშვიდობაძე (20 კგ.) და ლექსო გიგაური (45 კგ.) დაეუფლნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეთაგან ოთხი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, ალეკო ტლაშაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპელქსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს