ახალშენთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - განაცხადა კლინიკა „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.
მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა და ტრავმული ექსკორაციები აღენიშნება. მას გაეწია შესაბამის დახმარება და მოთავსებულია სტაციონარში.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და აგურით დატვირთული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახნენ. ავარიის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო მსუბუქი ავტომანქანის მგზავრმა - ახალგაზრდა ქალმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.