

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გეზრბენში შიდა ქართლის პირველობა ჩატარდა.
რეგიონული ეტაპის გამარჯვებული გორის მეოთხე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა. ვაჟთა შორის კი პირველი ადგილი ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
სპორტულ აქტივობაში გორელები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდნენ: ქეთევან ხუროშვილი, ანასტასია ჯიმშერაძე, ანა ავაზაშვილი, ნანა ბუგიანაშვილი და სალომე ღვინიაშვილი (პედაგოგი როინ შატაკიშვილი).
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. რეგიონული თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება. გამარჯვებულები ბრძოლას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს