

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის „Fusion 360-ის 3D მოდელირების“ ვორქშოფი მოეწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა 3D დიზაინის ტექნოლოგია შეისწავლეს, რომელიც კინოს, არქიტექტურას და ინჟინერიას აერთიანებს.
„პროგრამა 3D მოდელირებას, სკეჩინგს, სკულპტინგს, რეალისტური რენდერების შექმნას, ანიმაციას და 3D პრინტერისთვის ფაილების მომზადებას მოიცავდა. სასწავლო პროცესს კასპის ტექნოპარკმა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვორქშოფი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის