საზოგადოება
11.04.2026 15:28
თბილისის დროით 15:13 საათზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

თბილისის დროით 15:13 საათზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

ტაძარში, რომელიც მაცხოვრის საფლავზეა აღმართული, უფლის საფლავზე წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

დამკვიდრებული წესის თანახმად, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა და შემდგომ ზეციური ცეცხლი გადმოვიდა.

ინფორმაციისთვის, წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

ტრადიციულად, წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ.

ცნობისთვის, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ.

ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ღამისთევით ჩატარდება. მორწმუნე ქრისტიანები აღდგომის დღსასწაულზე ერთმანეთს ამგვარად ესალმებიან - ,,ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა“.

კვირის ამბები