

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საბავშვო ბაღის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ღირებულება კი ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საბავშვო ბაღის შენობა და მოეწყობა კეთილმოწყობილი ეზო, რაც აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
რეხის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი