საზოგადოება
07.04.2026 15:36
მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, გორში ყოველდღიურად იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორში ნალექია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დღისით 8-10 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ღამის საათებში კი მოსალოდნელია 3-4 გრადუსი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა ღამით ნავარაუდევია 10 აპრილს - 0 გრადუსი. ამასთან, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.

კვირის ამბები