
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ.
უწყების ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით უწევდათ, გამოცდაზე გასვლის უფლება 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით მიეცემათ.
„გარდა აღნიშნულისა, ის მოქალაქეები რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილის ჩათვლით.
ის პირებს კი რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 14 აპრილი“, - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.