

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლე მარიამ ნუკრაძე (პედაგოგი: ქეთევან ჯანდიერი) ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის რეგიონული ტური თბილისში გაიმართა და გორელი პიანისტი ცხრა საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მანჰეტენის მუსიკისა და ხელოვნების ფონდის (The Manhattan Music and Arts Foundation) ორგანიზებით გამართულ ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს საქართველო წელს პირველად შეუერთდა.
ფესტივალი ნიუ-იორკში ჩატარდება. კონკურსი მაღალი დონის სოლო კონცერტებს, მასტერკლასებს (მსოფლიო დონის პედაგოგებთან) და ერთობლივ კულტურულ გაცვლით ღონისძიებებს მოიცავს.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის