კულტურა
07.04.2026 11:35
ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გორის თეატრის სცენაზე გურამიშვილის „დავითიანს“ გააცოცხლებს

გ. ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, 14-15 აპრილს სცენაზე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ქმნილებას, დავით გურამიშვილის პოემა „დავითიანს“ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გააცოცხლებს.

სპექტაკლი წარმოადგენს გურამიშვილის სულიერ და ცხოვრებისეულ გზას, ტკივილით, სიყვარულით, რწმენითა და სამშობლოსადმი ერთგულებით გაჯერებულ ისტორიას. ეს არის ემოციური მოგზაურობა ადამიანის შინაგან სამყაროში, სადაც ისტორია და პოეზია ერთ მთლიანობად იკვეთება.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება კომპოზიტორსა და ლოტბარს გიორგი საძაგლიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში კი ომარ ბექაური, დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრი), ელენე დარჩია,ზაზა თედელური, ნუკა ქევხიშვილი, მაკა შალიკაშვილი და ქეთი ხიტირი (რუსთაველის ეროვნული თეატრი) მონაწილეობენ.

წამოდგენა გორის თეატრის მცირე სცენაზე, 19:00 საათზე დაიწყება

 

კვირის ამბები