საზოგადოება
06.04.2026 12:30
კეთილმოწყობის სააგენტო გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სასაფლაოებს და მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს.

ტერიტორიების მოწესრიგებას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ და როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ტერიტორიები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან იწმინდება, ასევე იკაფება ბუჩქნარი, ეკალ-ბარდები, ითიბება ბალახი და წესრიგდება საფლავებთან მისასვლელი გზები.

წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების სამუშაოები, ქვეყნის მასშტაბით, პრემიერ-მინისტრის დავალებით მიმდინარეობს.

კვირის ამბები