
პროექტში - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 3 აპრილს დაიწყო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება დასასწავლო ტურში მონაწილეობა რეგიონის (გარდა თბილისის) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს. კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.
„ ტური 19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით თბილისში ჩატარდება და მონაწილე მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გააანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება თავიანთ სამუშაო გარემოში დანერგონ.
პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნის და უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებული ბმულის საშუალებით შეუძლიათ.