

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახი მერიისგან სააღდგომო ნობათს მიიღებს.
როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული შესყიდვის დოკუმენტიდან ირკვევა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 370 ოჯახი მიიღებს.
დოკუმენტის თანახმად, თითეული პაკეტი შემდეგ პროდუქტებს მოიცავს:
პასკა (2 ცალი), მცენარეული ზეთი (2 ცალი), ხორბლის ფქვილი (5 კგ.), კვერცხი (1 შეკვრა - 15 ც.), შოკოლადის კანფეტი (1 შეკვრა), შესქელებულ რძე ( 3 ცალი), წიწიბურა (3 შეკვრა), მაკარონი (3 შეკვრა), ბრინჯი (2 შეკვრა) და შაქარი (3 შეკვრა).
ინფორმაციისთვის: მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 12 აპრილს ზეიმობს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი