საზოგადოება
02.04.2026 15:40
„მრავალფეროვანი შესაძლებლობები“ - საგანმანათლებლო პროექტი სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოზარდებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოზარდებისთვის პროექტი - „მრავალფეროვანი შესაძლებლობები“ ხორციელდება.

საგანმანათლებლო პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელშიც სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები 11-დან 19 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდები არიან ჩართულნი.

„ოთხთვიანი პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და პიროვნული უნარების განვითარებაა.

არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ტარდება თემატური ტრენინგები, ხოლო პარალელურად მონაწილეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებაში.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემი“ გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კვირის ამბები