

გ. ერისთავის სახელობის თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ინსცენირებას მაყურებელს ნიკოლზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე შესთავაზებენ.
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება კომპოზიტორსა და ლოტბარს გიორგი საძაგლიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში კი ომარ ბექაური, დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრი), ელენე დარჩია,ზაზა თედელური, ნუკა ქევხიშვილი, მაკა შალიკაშვილი და ქეთი ხიტირი (რუსთაველის ეროვნული თეატრი) მონაწილეობენ.
სპექტაკლის რეპეტიციები უკვე დაწყებულია, საპრემიერო ჩვენების თარიღს ახლო მომავალში დააანონსებენ.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის