საზოგადოება
02.04.2026 15:00
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია 4 აპრილს დასრულდება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია 4 აპრილს დასრულდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროფესიული გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მოკლევადიან კურსებზე სწავლება, ძირითადად, 1-დან 3 თვემდე მიმდინარეობს და მასში ჩართულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კოლეჯები, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„პროგრამა, ბენეფიციარებს, სრულიად უფასოდ, ახალი პროფესიის დაუფლების, ან სასურველი მიმართულებით, ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. კურსები შერჩეულია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით და ნებისმიერი სერტიფიკატი, რომელიც პროგრამის ფარგლებში გაიცემა აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, დაინტერესებულმა პირებმა, უნდა მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრს, მისთვის მისაღებ რეგიონში. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 4 აპრილის ჩათვლით.

პროგრამის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს შიდა და ქვემო ქართლში, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში და ჯამში, 27 კოლეჯის 100-ზე მეტი სასწავლო კურსია წარმოდგენილი“, - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

კვირის ამბები