საზოგადოება
01.04.2026 18:45
საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას - ინტერმუნიციპალური სააგენტო

ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას და საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ აჰყვებიან დეზინფორმაციას.

,,ინტერმუნიციპალური სააგენტო მოქმედებს წესდებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ვეხმაურებით სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას.

სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის. აღნიშნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ცხოველთა დამცველების მიერ სოციალური ქსელებით და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ადგილი აქვს მიუსაფარი ძაღლების განადგურებას.

 

კვირის ამბები