საზოგადოება
01.04.2026 14:55
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ჰააგის სასამართლოს ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰააგის სასამართლოს ფონდის (Trust Fund for Victims) წარმომადგენლებს შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდამჭერი პროგრამა განიხილეს, რომელსაც ფონდი 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ახორციელებს. აღინიშნა, რომ სამწლიანმა ინიციატივამ შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მოიცვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეს პარმასმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა რუიზ ვერდუზკომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს პროგრამის შედეგები და განხორციელებული აქტივობები. ყურადღება გამახვილდა, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გაგრძელებას და გაძლიერებას.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნციიპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ესწრებოდნენ.

 

კვირის ამბები