საზოგადოება
01.04.2026 14:53
მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ნიშნები ეწყობა

საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამუშაო ხორციელდება.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ნიშნებს და სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს ამონტაჟებენ. დასახლებულ პუნქტებში, ასევე აღმნიშვნელი აბრების მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტანით, სხვადასხვა ლოკაციაზე, დაზიანებული ცხაურების და ბორდიურების განახლება ხორციელდება.

კვირის ამბები