

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ანამარია გაბოძე (U13) ესტონეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენი 23 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ანამარია გაბოძე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელი: თენგიზ ჩოჩიშვილი).
ესტონეთის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ქალ მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს