საზოგადოება
31.03.2026 10:45
2026 წლის „საუკეთესო მოქართულის“ წოდება ტყვიავის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამაზ ელიკაშვილმა მიიღო

2026 წლის „საუკეთესო მოქართულის“ წოდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამაზ ელიკაშვილმა მიიღო.

კონკურსის მეორე ტური გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა.

საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, გამორჩეული შედეგები აჩვენეს, აგრეთვე, სერგი თვაურმა (გორის №7 საჯარო სკოლა) და ნინო ჭალიძემ (კარალეთის №1 საჯარო სკოლა).

„პროექტს ყოველწლიურად ვახორციელებთ და კონკურსის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ენის სიწმინდის დაცვა და მეტყველების კულტურის დონის ამაღლებაა. მადლობას ვუხდით ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, მათ პედაგოგებს და სკოლებს. იმედი გვაქვს, „საუკეთესო მოქართულეში“ მონაწილეობით მათ სასარგებლო გამოცდილება მიიღეს და გვჯერა, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

„საუკეთესო მოქართულის“ პრიზიორთა საზეიმო დაჯილდოება დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.

კვირის ამბები