
30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა. თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
ექიმების პროფესიული დღე 1971 წლიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სამედიცინო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ინიციატივით აღინიშნება, პროფესიული დღის ოფიციალურად გამოცხადების დოკუმენტს კი, 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი.
ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ძველია პროფესიებს შორის. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ექიმების შესახებ:
ექიმების უმეტესობას ცუდი კალიგრაფია აქვს;
მშობლებს უყვართ იმის თქმა, რომ მათი შვილი ექიმია ან ექიმი უნდა გამოვიდეს;
პირველი ქირურგიული ოპერაცია ეგვიპტეში ჩატარდა;
თეთრი ხალათი ექიმის უნიფორმად 1800 წლიდანაა;
მსოფლიოს არაერთ ქვეყაანაში, ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა;
ძველად, ჩინელი და ინდოელი ექიმები ტკივილების გასაყუჩებლად იყენებდნენ ისეთ ჰალუცინაგენურ პრეპარატებს, როგორიცაა მარიხუანა და ჰაშიში;
პირველი ქალი, რომელმაც მოიპოვა სამედიცინო ხარისხი აშშ-ში იყო ელიზაბეტ ბლექველი.